2015-05-09 17:11:56, 905 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო: უკრაინა გამარჯვებას რუსული სცენარით აღარასოდეს აღნიშნავს
„უკრაინა გამარჯვებას რუსული სცენარით აღარასოდეს აღნიშნავს“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოსკოვი ამ დრომდე ცდილობს იმპერიის აღდგენას და მეზობელ სახელმწიფოებზე ზეგავლენის შენარჩუნებას.
„უკრაინა გამარჯვებას რუსული სცენარით აღარასოდეს აღნიშნავს. მოსკოვი ამ დრომე ცდილობს იმპერიის აღდგენას და მეზობელ სახელმწიფოებზე ზეგავლენის შენარჩუნებას“,-განაცხადა პოროშენკომ.
ამასთან, უკრაინის პირველმა პირმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით კიევში სამხედრო ორკესტრების აღლუმი გაიმართა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან