2015-05-08 14:23:12, 395 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ჩემს მინისტრობას სამი ძირითადი პრიორიტეტი ექნება
„ჩემს მინისტრობას სამი ძირითადი პრიორიტეტი ექნება“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ხიდაშელის თქმით, მისთვის ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჯარისკაცი იქნება.
„სამი ძირითადი პრიორიტეტი ექნება ჩემს მინისტრობას. პირველი პრიორიტეტი ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ღირებული ეს არის ჯარისკაცი. მისი უფლებები მისი ინტერესესბი, მისთვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს უფრო ღირსეულად ემსახუროს საკუთარ სამშობლოს, მეორე ეს არის საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მესამე პრიორიტეტი განათლება“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან