2015-05-08 11:10:05, 1023 ნახვა
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნებში დევიდ ქემერონის პარტია ლიდერობს
დიდი ბრიტანეთის საყოველთაო არჩევნებში წინასწარი შედეგებით, პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის „კონსერვატიული პარტია“ ლიდერობს.
ეგზიტპოლების თანახმად, კონსერვატორები პარლამენტში 329 ადგილს დაიკავებენ, რაც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის შესაქმნელად საკმარისია.
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ლეიბორისტები 233 ადგილს დაიკავებენ, ლიბერალ-დემოკრატები კი მხოლოდ 8-ს.
პრემიერის, დევიდ ქემერონის განცხადებით, ჯერ საბოლოო შედეგები არ არის ცნობილი. თუმცა, იგი იმედოვნებს, რომ მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებს.
დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები გუშინ გაიმართა. ამომრჩეველმა პარლამენტის 650 წევრი აირჩია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან