2015-05-07 16:33:31, 451 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: მთავარ პროკურორს მომავალში პარლამენტი აირჩევს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, განცხადებით, პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა დაიწყებულია და მთავარ პროკურორს მომავალში პარლამენტი აირჩევს.
ამის შესახებ წულუკიანმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.
„ძალიან მალე შემოგთავაზებთ მთავრობის მიერ დამტკიცებულ მოდელს- შეიქმნება საპროკურორო საბჭო, სადაც მონაწილეობას თავად პროკურატურა მიიღებს, მაგრამ მთავარი პროკურორის არჩევნებსა და კანდიდატურის განსაზღვრაში სამოქალაქო საზოგადოება იქნება ჩართული და საბოლოოდ, მთავარ პროკურორს პარლამენტი აირჩევს. იმედია, ეს წელსვე მოხდება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან