2015-05-07 11:35:46, 307 ნახვა
პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატები" მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ
"თავისუფალი დემოკრატები" მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ. ამის შესხებ ჟურნალისტებს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა.
"თავისუფალი დემოკრატები" მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დავუჭერთ. მათ გეგმებს რაც შეეხება, უბრალოდ არაადეკვატურია მათი მხრიდან, რომ ვინმეს წარმოდგენა ჰქონდეს იმასთან დკავშირებით, რომ რაღაცა გეგმა წარმოადგინეს დღეს და ამის რეალური განხილვა მოხდეს მეორე დღესვე. უბრალოდ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ეს მთავრობა და მისი მოქმედებები და მისი მოქმედებები ძალიან მკაფიო ციფრებშია გამოხატული ლარის კურსში",-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან