21:54 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 11:20:52, 963 ნახვა

სამხედრო
23-ე ბატალიონი ავღანეთიდან საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეთ რუდი დახვდნენ.

თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას სამშობლოში დაბრუნება მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია შვიდი თვის განმავლობაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართულ სამეკავშირეო ჯგუფთან ერთად შეასრულა. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა და დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლი იყო. 23-ე ბატალიონი ავღანეთში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა როტაციით შეცვალა.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას ბატალიონმა დანაკარგი განიცადა. დაიღუპა ერთი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics