12:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 18:20:50, 828 ნახვა

რეგიონი
სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო.

გაზსადენის მშენებლობის დაწყების სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან, ქობულეთის ხელმძღვანელ პირებთან და კომპანია „სოკარ-ჯორჯია-გაზის" რეგიონულ დირექტორთან დავით ლეკიშვილთან ერთად დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარე სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. მისი თქმით, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, აჭარის მთავრობა აგრძელებს რეგიონის გაზიფიცირების მიმართულებით მუშაობას: ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია და მიმდინარეობს 12 სოფელში ცენტრალური გაზსადენების მშენებლობა, ხოლო უახლოეს დღეებში დაიწყება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები, რაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტია.

ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის არეალებში. სოფელ ქობულეთში 707 აბონენტი მომარაგდება ბუნებრივი აირით (50 კმ), ხოლო სოფელ გვარაში 316 აბონენტი (23,2 კმ). მთლიანობაში მოეწყობა 321,5 კილომეტრი, რაც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს 4400 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით მომარაგებას.

2017 წელს კომპანიის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არეალში ხორციელდება 25 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია, რაც მოიცავს 8500 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფას, რისთვისაც შენდება 593 კილომეტრი ცენტრალური გაზსადენი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics