14:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 14:32:44, 654 ნახვა

ეკონომიკა
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია

ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია. 

ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს „თბილისი მერიოტში“ განუცხადა, სადაც „საზოგადოება 2030“-ის ეკონომიკურ ფორუმი მიმდინარეობს.

ყოფილი პრემიერის მტკიცებით, უახლოეს მომავალში საქართველოში ეკონომიკური ზრდის არნახული ტემპი იქნება. 

„ეროვნულ ბანკს აქვს ძალიან დიდი გავლენა ლარის კურსთან დაკავშირებით. საგანგაშო არაფერი არაა, მაგრამ უკეთესის სურვილი ჩნდება. ეს არ არის საუკეთესო მდგომარეობა, რეგიონში იმისთვის რომ ქართული ეკონომიკა განვითარდეს. ნახავთ თქვენ რომ არხანული ტემპები იქნება საქართველოში ეკონომიკის ზრდის. დღესაც ლიდერები ვართ საუკეთესონი და შეიძლება ევროპაშიც“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, ოფიციალური კურსით, დღეს 1 დოლარი 2.30 ლარია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics