10:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 16:32:46, 351 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ელგუჯა ხოკრიშვილის სამსახურიდან წასვლის მიზეზი საპატიოა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  უკვე ყოფილი მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის,  სამსახურიდან წასვლის მიზეზი საპატიოა.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ელგუჯა ხოკრიშვილი იძულებული გახდა, გერმანიში ოჯახთან წასულიყო.

ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილის დამოკიდებულებას იზიარებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ელგუჯა ხოკრიშვილს წარმატებებს უსურვებს. 

„გუჯა არის ძალიან კომპეტენტური, პროფესიონალი და უწესიერესი ადამიანი. გული დამწყდა, რომ მან ფიზიკურად ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება საქართველოში, ვინაიდან მას სწორედ საპატიო მიზეზი ჰქონდა.  ჩემთვის ოჯახი არის ძალიან ძვირფასი და მე მას წინააღმედეგობას ვერ გავუწვედი  იმიტომ, რომ მისი ოჯახი ცხოვრობს გერმანიაში. ის იძულებული გახდა, გერმანიაში წასულიყო და მე  ვუთხარი, რომ მის დამოკიდებულებას ვიზიარებ.მინდა მადლობა გადავუხადო.  ის ძალიან წარმატებული მინისტრი იყო, უკვე ორი სამინისტრო გამოიარა და მას წარმატებებს ვუსურვებ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics