10:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 15:28:28, 490 ნახვა

პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: „სკოლამდელი განათლების“ შესახებ კანონი შემუშავებულია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ინფორმაციით, წინა სასკოლო მზაობაზე, ანუ „სკოლამდელი განათლების“ შესახებ კანონი უკვე შემუშავებულია. 

ამის შესახებ სანიკიძემ ჟურნალისტებს სამინისტროში განუცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში შევა და მომავალი წლიდან წინა სასკოლო მზაობა საყოველთაოდ აუციელებლი  გახდება. 

„რა ელით ბავშვებს, რომელთაც ახალი კანონმდებლობით არ ეკუთვნით სკოლაში მისვლა?  ამისთვის სერიოზული მუშაობა ჩატარებულია, პროგრამები აპრობირებულია, რომელიც პილოტირებას გადიოდა მთელი წლის განმავლობაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბაღების ასოციაციასთან და მერიასთან ერთად,  მთელი ეს პროცესი მასალას და პროგრამას ამუშავებდა, აწესრიგებს  ინფრასტრუქტურას, იმისათვის, რომ ასეთ ბავშვებს მივაწოდოთ კარგი, ხარისხიანი სერვისი.  რაც შეეხება სამომავლოდ ამ სერვისის განხორციელებას, კანონი წინა სასკოლო მზაობაზე, ანუ სკოლამდელი განათლების შესახებ უკვე შემუშავებულია, რომელიც პარლამენტში შევა და მომავალი წლიდან ის საყოველთაოდ გახდება აუცილებელი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ პროგრამების ამოქმედება“, – აღნიშნა სანიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics