|
2015-04-23 13:04:41, 325 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებამ, საქართველო-ბელარუსის კავშირი არ უნდა შეზღუდოს
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება ევროკავშირთან, ხოლო ბელარუსის ეკონომიკური ურთიერთობების კავშირები ღრმავდება საბაჟო კავშირის მიმართულებით, ღრმად გვწამს, რომ ამ განვითარებამ ჩვენი ურთიერთობები არ უნდა შეზღუდოს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვუმასპინძლო ბელარუსის პრეზიდენტს ბატონ ალექსანდრე ლუკაშენკოს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა, სადაც დეტალურად გავიარეთ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გარღმავებისა და ჩვენი ურთიერთობების გაფართოების საკითხები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ბელარუსის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რაც ბუნებრივია მნიშვნელოვან საფუძველს დაუდებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ჩვენ თანამშრომლობის გაფართოებას”, - განაცხადა გიორგი მაგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა გუშინ გამართული საქართველო-ბელორუსის ერთობლივი ბიზნესფორუმის მნიშვნელობასაც. „ეს ფორუმი ჩვენი ქვეყნების ეკონომიკას, ბიზნესსექტორს მისცემს ახალ იმპულსს, ახალ შესაძლებლობებს და მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენი უერთიერთობები გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ ეკონომიკური თანამშრომლობის მთელ რიგ საკითხებში. სულისკვეთება, რომელიც თან ახლდა ჩვენს შეხვედრებს ამ მიმართულებით იყო ხაზგასასმელი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება ევროკავშირთანმ ხოლო ბელარუსის ეკონომიკური ურთიერთობების კავშირებით ღრმავდება საბაჟო კავშირის მიმართულებით. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ განვითარებამ კი არ უნდა შეზღუდოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, არამედ პირიქით, ახალი პოტენციალი უნდა მისცეს, როგორც საქართველოს, ასევე ბელარუსის ეკონომიკას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)