01:42 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 10:48:09, 335 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძემ აშშ–ს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს ეველინ ფარკასსა და  სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარ მოადგილეს ტოდ ჩაპმანს უმასპინძლა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აშშ-ის დელეგაცია საქართველოში ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში იმყოფება. 

მინდია ჯანელიძემ აშშ-ის წარმომადგენლობითი დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების საკითხებს, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და აშშ-ის როლს პაკეტით განსაზღვრული კომპონენტების განხორციელების პროცესში.

თავდაცვის მინისტრმა ამერიკულ მხარეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებული ერთობლივი განცხადების მხარდაჭერისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვისთვის ქართული ასეულის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ დადებითად შეაფასა გამართული ორმხრივი კონსულტაციების შედეგები და თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ის გაღრმავებული თანამშრომლობა.

 ეველინ ფარკასმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. მან კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics