14:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 16:06:47, 718 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ სარფი-კვარიათის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან და ფინანსთა მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად კვარიათი-სარფის მონაკვეთზე სანაპირო ზოლის აღდგენა-გამაგრების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის, სენაკი-ფოთი-სარფის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა-გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 58 მილიონ ლარზე მეტია. აქედან 33 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები უკვე შესრულებულია.

სამუშაოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს. დასრულდა ქვის ცვენისგან დაცვის სამუშაოებიც. კლდეზე სპეციალური დამცავი ბადე გაკეთდა და ჩატარდა 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია. უკვე დასრულდა ორი 110 მეტრიანი სიგრძის საფეხურიანი კედელი. მიმდინარეობს ხელოვნური პლაჟის მოწყობის სამუშაოები.

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის (კვარიათი-სარფი) მშენებლობა ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ გადაადგილებას, მგზავრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გზით სარგებლობას.

სარფი-კვარიათის ნაპირსამაგრი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ზურაბ პატარაძე დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტს ეწვია და საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობას გაეცნო.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics