20:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 17:49:02, 923 ნახვა

სხვადასხვა
მოლდოვას დელეგაცია პარტიების ტრენინგებით დაინტერესდა

დღეს, 15 ივნისს, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა მოლდოვას დელეგაციას: საარჩევნო ადმინისტრაციისა და პარლამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. პროექტის მიზანია: პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გადამზადება საარჩევნო სამართლის მიმართულებით.

„მოცემული ტრენინგი, უზრუნველყოფს მიმდინარე წლის არჩევნებისთვის მზაობას, რათა ადგილობრივი არჩევნები მეტი დემოკრატიულობითა და ნაკლები კანონდარღვევის გარეშე ჩატარდეს.“- განაცხადა მერი კაპანაძემ .

საერთაშორისო დელეგაცია დააკვირდა პროექტის ,,ძლიერი პოლიტიკური პარტიები- დედაქალაქის განვითარებისათვის“ მიმდინარეობის პროცესს და დადებითად შეაფასა აქტივობები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.

 დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ უცხოელ დელეგატებს, გააცნო ორგანიზაციის გეგმები, მიზნები და მისწრაფებები.

მერი კაპანაძის თქმით, პროექტის მიზანია: “პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება საარჩევნო სამართლის მიმართულებით. „ვიმედოვნებ, პროექტის შედეგად მოხდება საარჩევნო შესაძლებლობების განვითარება.

სამომავლოდ, უფრო აქტიურად ჩავერთვებით საარჩევნო სისტემების რეფორმებისა და საკანონმდებლო დახვეწის პროცესში“ გაცნობებთ, რომ ორგანიზაცია ICDI 2009 წლის 29 აპრილს დაარსდა აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ადვოკატირების მიმართულებით, უზრუნველყოფს არჩევნების პოპულარიზაციას სამოქალაქო საზოგადოებაში და ნდობის განმტკიცებას საარჩევნო პროცედურების მიმართ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics