18:32 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 10:09:33, 336 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია: გიგი კალანდაძის აყვანა უსიამოვნო, არასწორი ფორმით მოხდა

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ, ირაკლი ალასანიამ, გენერალ კალანდაძის პროკურატურაში წაყვანის დეტალები გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი დაჭერის ფორმა არასწორი იყო. 

"დაჭერის საქმეს რაც შეეხება, მე მგონია დღესაც, რომ ფორმა იყო არასწორი, და როდესაც მითხრეს, რომ გადაწყვეტილება მიიღო პროკურატურამ და შუაღამეს შემატყობინეს ამის შესახებ და მითხრეს, რომ ახლა უნდა წავიდეთ და ავიყვანოთ, ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს არ მომხდარიყო.მივიდოდი სამსახურში, დავუძახებდი და იქ გავარკვევდი, ვკითხავდი და შეიძლება ადამიანს აქვს სათქმელი.ამიტომ შეიცვალა ფორმა, მაგრამ მაინც ეს იყო შუაღამე, არ იყო სწორი ფორმა, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, ვიკითხე სპეციალურად და პრემიერ-მინისტრი იყო ჩაყენებული საქმის კურსში და აქედან გამომდინარე მოხდა უსიამოვნო ცუდი ფორმით, თორე შეკითხვები არსებობდა და შეეძლოთ ეს შეკითხვები ისე დაესვათ, რომ ამ სიტუაციამდე არ მისულიყვნენ",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ამავე დროს, ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ გიგი კალანდაძის განცხადება, თითქოს მას ალასანია ჩვენების მიცემას სთხოვდა, ტყუილი იყო. "ძალიან გული დამწყდა, როდესაც მან განაცხადა და მოიტყუა ის, რომ თითქოსდა მე მოვთხოვე მას ჩვენება მიეცა",-განმარტა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics