09:38 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 10:59:29, 1952 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მუჰამედ ჯავად ზარიფა: ირანში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ისტორიული მოვლენაა, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მუჰამედ ჯავად ზარიფას განცხადებით, სპარსეთის ყურესა და შავ ზღვარს შორის კორიდორის აშენება სამყაროს კიდევ უფრო მეტად დაახლოებს,.

როგორც ირანელმა მინისტრმა აღნიშნა, კორიდორის აშენების შემდეგ გადაზიდვის საფასური ბევრად უფრო ნაკლები გახდება. მისივე შეფასებით, საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის და სომხეთის თანამშრომლობა აუცილებელია. 

გარდა ამისა, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე თანამშრომლობის სხვადასხვა შესაძლებლობები განიხილეს, რომელიც ორი ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. 

მინისტრის თქმით, საუბარი შეეხო ტრანზიტის სფეროს, მეცნიერებას ტექნოლოგიას, მრეწველობას, რეგიონულ საკითხებს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ისტორიული კავშირები, რომელიც რამდენიმე საუკუნის უკან იღებს სათავეს, იზრდება საქართველოში ჩამოსული ირანელი სტუდენტების რაოდენობა თითქმის ხუთჯერს, ეს ადამიანების შორის  კონტაქტების გაუმჯობესებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოახლოებულ ვიზიტზე ირანში.

მისი ინფორმაციით, კვირის ბოლოს იგეგმება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ირანში.

 „ეს არის ისტორიული მოვლენა, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით“, - აღნიშნა მინისტრმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics