|
2017-04-11 18:38:20, 1871 ნახვა
კომენტარი
ნარმანია საკრებულოს ოპოზიციას: თუ არა შოუს დადგმა, მაინცდამაინც კამერებით რატომ გინდათ მთავრობის სხდომაზე დასწრება ?!
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია შოუს დადგმას აპირებდა და სწორედ ამიტომ არ მისცა მათ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრების საშუალება. ამის შესახებ ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. სევდია უგრეხელიძემ მერს კანონი შეახსენა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება მათ ჰქონდათ. „სწავლა არ გვჭირდება, ყველამ კარგად ვიცით ევროპული ნორმები, წესები, რეგულაციები, ჩვენ ვიცავთ კანონს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ზოგჯერ ქმედება მოდის კანონთან წინააღმდეგობაში. თუ არა შოუს დადგმა, მაინცდამაინც კამერებით რატომ გინდათ მთავრობის სხდომაზე დასწრება, ჩემთვის ეს იყო მოლოდინი შოუს დადგმისა და მე მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)