14:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 14:44:53, 1871 ნახვა

კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს შესახებ რეზოლუციას აშშ-ს სენატი მხარს დაუჭერს

„სიმბოლურია, რომ სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება, ქვეყნის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს დაემთხვა“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. 

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს მთავრობის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგი.

,,ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, მოხდა რეზოლუციის ინიცირება სენატში. სენატმა, წარმომადგენლობითმა პალატამ, ასევე სექტემბერში მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც ასევე ორპარტიული იყო“, - განმარტავს ჯანელიძე. 

მინისტრი დარწმუნებულია, რომ სენატის მხრიდან მხარდაჭერას ეს ორპარტიული რეზოლუციაც მოიპოვებს.

მისივე შეფასებით, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ აშშ მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 30 მარტს სენატორმა როჯერ უიკერმა (რესპუბლიკური პარტია) და სენატორმა ბენ კარდინმა (დემოკრატიული პარტია)  აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია (S. Res. 106) წარადგინეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics