12:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 13:01:22, 1744 ნახვა

კომენტარი
სუბარი: საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ იმისთვის ხორციელდება, რომ გამართული კონსტიტუცია მივიღოთ

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ხორციელდება მხოლოდ იმისთვის, რომ გამართული კონსტიტუცია მივიღოთ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა საკითხზე კონსენსუსი მიღწეული ვერ იქნება, მაგრამ ძალიან დაბეჯითებით მსჯელობა მიმდინარეობს. 

"საკონსტიტუციო ცვლილებები ხორციელდება მხოლოდ იმისთვის, რომ გამართული კონსტიტუცია მივიღოთ, რომელიც მრავალი ათეული წლების განმავლობაში უცვლელად მოემსახურება ხალხს და ქვეყანას. პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ძალიან მკაფიოდ თქვა არაერთხელ, რომ თუ რომელიმე საკითხზე ვენეციის კომისია იტყვის, რომ ეს არ შეესაბამება დემოკრატიული კონსტიტუციიის პრინციპებს, ის არ იქნება მიღებული“, - განაცხადა სუბარმა. 

ამასთან, სუბარის შეფასებით, ის პრეზიდენტის მრჩეველის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ კონსტიტუცია შესაცვლელი არ არის, არ ეთანხმება. 

მინისტრის ინფორმაციით, გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება, რომ მომავალი წელს საპრეზიდენტო არჩევნები იმ წესით ჩატარდება, რომლითაც დღემდე ტარდებოდა.

„2020 წელს გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას ექნება უფლება აირჩიოს პრეზიდენტი იმ წესით, რასაც გულისხმობს საპარლამენტო რესპუბლიკა. თანაც, როგორც ვიცი, გათვალისწინებულია ოპოზციის შემოთავაზება და მსჯელობენ ახალ ვარიანტზე, რომ პარალამენტმა კი არ აირჩიოს, არამედ აირჩიოს დიდმა საბჭომ, რომელშიც შევა ნახევარი პარლამენტარები, ნახევარი თვითმმართველობების, ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების წარმომადგენლები. თუ ვინმე აპირებს, რომ მოიგოს, არჩევნები 2020 წელს, მათთვის მიგვიცია ეს უფლება“, - განაცხადა სუბარმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics