12:32 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 12:53:58, 1996 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მოსმენების კანონთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, პარტია ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართოს. 

როგორც ტუღუშმა აღნიშნა, "ევროპული საქართველო" მოსმენების კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. 

"ჩვენ აქტურად ვმუშაობდით და გვქონდა კონსულტაციები, როგორც არასამთავრობო სექტორთან ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ ვიცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც გეგმავენ სარჩელის შეტანას, ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამავდროულად "ევროპულმა საქართველომ" იმუშავა და მოამზადა შესაბამისი საპარლაამენტო სარჩელი. მიზეზი ამისა ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენ ყველა საპარლამენტო მეთოდი ამოვწურეთ, რათა ხელი შეგვეშალა ამ მავნებლური კანონის მიღბისთვის, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ და "ქართულმა ოცნებამ" არანაირად არ გაითვალისწინა არც პოლიტიკური პარტიების, არც საპარლამენტო უმცირესობის, არც არასამთავრობო სექტორის შენიშვნები, ასევე მათ უტიფრად გადაძლიეს პრეზიდენტის ვეტო და რეალურად მიიღეს დამრღვევი კანონი, რომელიც შევიდა ძალაში.

შესაბამისად "ევროპილი საქართველოს" უმთავრესი მიზანია, რომ მივაღწიოთ იმას რომ ჩვენი პირადი ცხოვრება იყოს დაცული, მოქალაქეებმა იგრძნონ თავი დაცულად და იმის მაგივრად რაც ჩვენ დღეს მივიღეთ, რომ ეს არის უფლებამოსილება გაძლიერებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ჩვენ მიზანია რათქმაუნდა მივიღოთ თითოეული უფლებადაცული მოქალაქე. ამის მიღწევის ერთერთი გზაა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი. ყველამ კარგად ვიცით რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ბოლო დროინდელ გადაწყვეტილებაში ცალსახად გაუსვა ხაზი იმას რომ მოსმენებს არ უნდა ახორციელებდეს ის ორგანო რომელსაც უშუალოდ ააქვს დაინტერესება აწარმოებს გამოძიებას. დღეს უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი ფაქტიურად უცვლელს ტოვებს იმ მდგომარეობას, რომელიც იყო ამ კანონის მიღებამდე, გარდა ამისა დამატებით უფლებებს სძენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ უხეშად ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში და ამას ძალიან ხშირად იყენებს სწორედ პოლიტიკური ოპოზიციის", - აღნიშნა ტუღუშმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics