2017-03-23 11:19:02, 2197 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: მჯერა, თანამედროვე მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ტერორიზმის წარმოუდგენელ აგრესიას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„შეშფოთებული ვარ ლონდონის პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამო. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ყოველთვის ვიდგებით ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით ამ უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. მჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ტერორიზმის წარმოუდგენელ აგრესიას. 21-ე საუკუნეში ვერ გაიმარჯვებს ადამიანისა და პროგრესის წინააღმდეგ მიმართული ბოროტება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის 5 ადამიანი დაიღუპა, 40-მდე კი დაშავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან