|
2017-03-15 15:51:56, 2375 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გუმრუქჩუ: თურქეთის და საქართველოს პრემიერები ისაუბრებენ ყველა თემაზე, რომელსაც ამ ეტაპზე საჭიროდ ჩათვლიან
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ადასტურებს, რომ დღეს ბათუმს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ეწვევა. ელჩის თქმით, თურქეთის პრემიერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სადილზე უმასპინძლებს. „ჩვენს პრემიერ-მინისტრს აქვს თავისი პროგრამა ქალაქ ართვინში, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, იგი სტამბოლში უნდა გაფრინდეს ბათუმიდან, ასე რომ, საზღვრიდან აეროპორტამდე მოკლე ტრანსფერი ექნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა კეთილი სურვილი, ესარგებლა ამ შესაძლებლობით. ეს ჩვენი პრემიერ-მინისტრისთვისაც ძალიან დიდი პატივია. პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს საღამოს სადილზე შეხვდებიან. ყველა საინტერესო საკითხს შეეხებიან, თუმცა, როგორც გითხარით, ეს არ არის რაიმე ოფიციალური ან წინასწარ დაგეგმილი ვიზიტი და მხოლოდ შესაძლებლობის გამოყენებაა. ამიტომ, არ არსებობს რაიმე დღის წესრიგი ან საკითხთა ოფიციალური ჩამონათვალი. ისინი ისაუბრებენ ყველა თემაზე, რომელსაც ამ ეტაპზე საჭიროდ ჩათვლიან“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში. თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი არაოფიციალური ვიზიტით ბათუმში ჩამოდის. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)