02:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 13:40:34, 1892 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი: იუსტიციის სამინისტროს მიერ ვადის გახანგრძლივებაზე მეტი დასაბუთება უნდა მოვისმინოთ

სახალხო დამცველისთვის უცნობია მიზეზები, თუ რატომ გაახანგრძლივა იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების განცხადებების მიღების ვადა.

როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით, უფრო მეტი დასაბუთებაა საჭირო.

„მე ვარ შესარჩევი კომისიის წევრი და წინასწარ ამ პროცესებზე ვერაფერს ვიტყვი. დაველოდები ამ საკითხის განხილვას. იმედია, ძალიან მალე დასრულდება და შეირჩევა ის მოსამართლე, რომელიც სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია უნდა ყოფილიყო მოსამართლე“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა. საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები იყვნენ: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. მოსამართლეებს ევროსაბჭოს 1-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.

საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა ჩაატაროს კონკურსი და ახალი კანდიდატები გაგზავნოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics