00:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 14:35:04, 1914 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი ბათუმის მოვლენებზე: არც ერთ ადამიანს აქვს უფლება, ძალადობით ესაუბროს თანამოქალაქეებსა და სახელმწიფოს

„ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე მიტინგზე. ისე ვახერხებდით ამის გაკეთებას, რომ არავისთვის არაფერი დაგვეშავებინა“, -ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს.

მარგველაშვილის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური თვითგამოხატვის კულტურა და აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი და ნათელი პოზიცია ნებისმიერ ძალადობაზე.

„მე არ ვარ გამომძიებელი და ბუნებრივია, მომხდარზე ზუსტ პოზიციას ვერ დაგიფიქსირებთ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ როცა იწყება ძალადობა, იქ ძალიან ნათლად უნდა გამოჩნდეს, რომ არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება საქართველოში, რომ ძალადობით, ვანდალიზმით ესაუბროს თავის თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს. ადამიანები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, უკლებლივ ყველა უნდა იყოს აღმოჩენილი, დაკავებული და სასჯელი უნდა იყოს სამაგალითო. ასეთი ვითარება, რომ მიტინგი უცებ გადაიზარდოს ვანდალიზმში და მანქანების დაწვაში, ეს არ არის ქართული პოლიტიკური კულტურა. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე მიტინგზე. ისე ვახერხებდით ამის გაკეთებას, რომ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია. პოლიტიკური თვითგამოხატვის კულტურა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, მაგრამ იცოდეთ, სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი და ნათელი პოზიცია ნებისმიერ ძალადობაზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics