21:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 15:37:45, 341 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა გამგებლებს მოუწოდა, ბიზნესის წარმომადგენლებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორს, რაიონების გამგებლებსა და რუსთავის მერს შეხვდა.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების შესახებ  ინფორმაცია მოისმინა და მათ გააქტიურებისკენ მოუწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გამგებლებს ახალი სამთავრობო პროექტის -„ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ დეტალები გააცნო და მიმართა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა განვითარდეს წარმოება, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და რეგიონი გაძლიერდეს.
სამუშაო შეხვედრები რაიონების გამგებლებსა და მერებთან გაიმართება ყველა რეგიონში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალი სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics