03:40 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 16:12:32, 782 ნახვა

რეგიონი
მედეგობის მეორე ფორუმი საქართველოში

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ოქსფამისა“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციების „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება“ და „შავი ზღვის ეკო აკადამია“ ორგანიზებით, ქ. ბათუმში მედეგობის მეორე ფორუმი გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ, საქრთველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული “კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ განიხილეს.

ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს კატასტროფის რისკის შემცირების სამოქმედო გეგმების რეგიონულ და მუნიციპალურ დონეებზე შემუშავების გზებზე და ამ პროცესში კერძო სექტორის, მედიის და აკადემიური წრეების ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტების გათვალისწინებით (რისკის მენეჯმენტი ადგილობრივ დონეზე, გენდერი, ინკლუზიურობა და მრავლ-სექტორული ჩართულობა).

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფორუმის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს ქალაქისა და  სოფლის დონეზე  მედეგობის გაძლიერებას აჭარაში.

მედეგობის მეორე ფორუმი ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატის (ECHO) მიერ დაფინანსებული პროგრამის „თემების მდგრადობის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“  ფარგლებში გაიმართა. პროგრამის მიზანია,  სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობისა და მათი საარსებო პირობების დაცვა ბუნებრივი კაგტასტროფებისა და კლიმატის ცვლილების გავლენისგან. „ოქსფამი“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აღნიშნულ პროექტს საქართველოს მასშტაბით აჭარაში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში  ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics