03:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 12:02:23, 2085 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი აბესაძე: პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა იგეგმება

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს’’ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა იგეგმება.

როგორც დეპუტატმა აღნიშა, შესაძლებელია პრეზიდენტს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენის უფლებამოსილება ჩამოერთვას.

,,ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები არის წარმოდგენილი სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. იგეგმება კიდევ ერთხელ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა და მას როგორც ჩანს, შესაძლებელია ჩამოერთვას საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამარლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენის უფლებამოსილება. კანდიდატებს შეარჩევს იუსტიციის საბჭო წარმოდგენილი ალტერნატივით, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია ერთის მხრივ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების შეკვეცის და შემცირების კუთხით და მეორეს მხრივ ნათელია, რომ კვლავ იქნება გამოყენებული ,,ქართული ოცნების’’ მხრიდან სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის გაძლიერებისთვის. ასევე იცვლება მოსამართლის პირველად გამწესების წესთან მიმართებაში საკონსტიტუციო დანაწესი და ახლა სავალდებულო იქნება მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა იმის ნაცვლად, რომ მივდიოდეთ ამ გამოსაცდელი ვადის გაუქმებისკენ“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics