23:32 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 15:40:02, 2052 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე: გუშინდელი დღე იყო დასტური იმისა, რომ გამოძიებას უნდა ვენდოთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქმეზე ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ძალამ პიარკამპანია წამოიწყო და ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ, სხვებთან  ერთად, სასულიერო პირებიც მოექცნენ.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, გუშინდელი დღე იყო დასტური იმისა, რომ გამოძიებას უნდა ენდონ:

 „მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე თქვა, რომ „მოქალაქის ინფორმაციით, იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა. ამის შემდეგ, შეგიძლიათ გადაახვიოთ, რომ დააკავეს პიროვნება, რომელსაც ბრალად ედება ერთ-ერთი პირის მკვლელობის მომზადება. ამის გადახვევა შეგიძლიათ და თქვენ არ გაწყობთ, იმიტომ, რომ წინა დღიდან მოყოლებული პიარკამპანია იყო ამაზე აგებული და ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგი სამწუხაროდ, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაში გაებნენ, ამ ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ სხვა პირებიც და სამწუხაროდ, ეს იყო სასულიერო პირთა მხრიდანაც. გუშინდელი დღე იყო დასტური იმისა, რომ ჩვენ უნდა ვენდოთ გამოძიებას, ეს საპატრიარქოს პრესსპიკერმაც გაახმოვანა. ჩვენ დიდი სიფრთხილით, მართლა ძალიან სენსიტიურ საკითხს ვუდგებით, თუმცა ეს ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენს განცხადებებში არ ჩანს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics