11:30 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 14:49:56, 338 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მოქალაქეები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვიან

"შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მოქალაქეები  ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვიან",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და საერთაშორისო  ტერორიზმის პრობლემაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ტერორიზმის ახალი ნაირსახეობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და იქ გაჩაღებული ომი საქართველოსთვის სერიოზული გამოწვევაა.
"ტერორიზმის ახალი ნაირსახეობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და იქ გაჩაღებული ომი სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის - ახლო აღმოსავლეთის მოვლენები ხომ უშუალოდ აისახება უსაფრთხოების გარემოზე კავკასიაშიც. შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში. საჭიროა პრევენციული ზომების გატარება და, ზოგადად, უსაფრთხოების სექტორის გაძლიერება. ამასთან, რაკიღა საფრთხეები და რისკები მსგავსი და საერთოა, აუცილებელია პარტნიორ-სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავებაც.
თავის მხრივ, საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში - გასული წლის მიწურულს ჩემი წარდგინებით პარლამენტმა დაადასტურა საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის „გადამწყვეტი დახმარების მისიაში“ (Resolute Support Mission)",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics