2015-01-12 18:28:52, 579 ნახვა
საზოგადოება
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სააავტომობილო გზაზე მოძრაობა გაიხსნა
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სააავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთი გაიხსნა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. რაც შეეხება მისაბელიან და ნახევრადმისაბმელიან ტრანსპორტს, მათთვის მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუდაურიდან კობამდე გზის გაწმენდითი სამუშაოები მთლიანად დაასრულა.
უწყების ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში, აღნიშნული მონაკვეთის გაფართოებაც მოხდა, რათა სატრანსპორტო საშუალებებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან