11:30 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 14:44:13, 496 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: კრემლი საქართველოს უკრაინას და მოლდოვას ევროპული არჩევანის გამო სჯის

„კრემლი საქართველოს უკრაინას და მოლდოვას ევროპული არჩევანის გამო სჯის“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მრგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის შეფასებით,  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008-ში, უკრაინის ომი 2014-ში, დნესტრისპირელი სეპარატისტების მხარდაჭერა სხვა არაფერია, თუ არა კრემლის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალისმიერი პოლიტიკის დანერგვა და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას „დასჯა“ მათი ევროპული არჩევანის გამო. .

„დღეს ჩვენი ამოცანა რუსეთის „პრივილეგირებული ინტერესების სფეროების“ კონფრონტაციული პარადიგმის მიღმა დარჩენაა. საქართველო  ესწრაფის რუსეთთან  თანასწორობის პრინციპზე  დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას; ჩვენი პარტნიორები უნდა ხედავდნენ, რომ ცდას არ ვაკლებთ რუსეთთან ურთიერთობების განსამუხტავად და ამ ძალისხმევაში უფრო მეტი საერთაშორისო დახმარება გვესაჭიროება.

 ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცალკეულ კრიზისებზე მსჯელობა საკმარისი არაა; საჭიროა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თავისუფალი არჩევანის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაუვნებელყოფა. ევროპული უსაფრთხოების განახლებულ არქიტექტურაზე მსჯელობისას სრულადაა გასათვალისწინებელი ნატოს არაწევრი ევროპული სახელმწიფოების უსაფრთხოების პრობლემატიკა.-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics