13:57 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 17:41:45, 1862 ნახვა

კომენტარი Lifestyle
მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს სთხოვს, 20 იანვარს საქართველოში ჩამოსვლის საშუალება მისცეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ექს-პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს თხოვნით მიმართვას, რომ 20 იანვარს საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის უფლება მისცეს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი საქართველოში ვიზიტი „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის ჩასატარებლადაა აუცილებელი.

"ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ივანიშვილს სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჩემთვის საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის საშუალების მოცემა ჩვენს ხალხთან შესახვედრად და 20 იანვარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს  გიგი უგულავას პატიმრობის ვადა გაუნახევრა. უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება შესაძლოა, დღესვე დატოვოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics