18:22 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 15:44:42, 493 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გვენეტაძე: კოლეგებმა სამართლიანობისთვის ვიბრძოლეთ და ეს ბრძოლა წარმატებით დამთავრდა

„მე და ჩემმა კოლეგებმა სამართლიანობისთვის ვიბრძოლეთ და ეს ბრძოლა წარმატებით დამთავრდა“, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. 

მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი ამოცანაა, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის ბრძოლა. 

„პირველი ნაბიჯები ეს არის სასამართლო რეფორმის გაგრძელება, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის ბრძოლა, ადამიანის უფლებების პრიორიტეტზე დამყარებული სამართალწარმოება, რაც მოითხოვს, როგორც ჩემი, ასევე სამოსამართლეო კორპუსის დიდ ძალისხმევას, საბოლოოდ რაც უნდა მოემსახუროს ადამიანების ნდობის დაბრუნებას სასამართლო ხელისუფლებისადმი. მე და ჩემმა კოლეგებმა სამართლიანობისთვის  ვიბრძოლეთ და დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ჩემთვის. ჩვენი ბრძოლა წარმატებით დამთავრდა და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც მე ჩემი საზოგაოდების წინაშე დამეკისრა“, – აღნიშნა გვენეტაძემ. 

ცნობისთვის, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარედ ნინო გვენეტაძის დანიშვნას მხარი ერთხმად დაუჭირა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics