14:36 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 16:30:02, 2097 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა Twitter-ში უკვე მიუთითა, რომ „აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია“

"რესპუბლიკელმა" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში საკუთარ თავზე ინფორმაცია განაახლა და მიუთითა, რომ "აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია".

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პირველი პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც ტრამპი წერს, ქვეყანაში ისეთი ერთობა იქნება, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა.

„მშვენიერი და მნიშვნელოვანია საღამოა. მივიწყებული მამაკაცი და ქალბატონი, აღარასდროს იქნბიან მივიწყებულნი. ჩვენ ისეთი ერთობა გვექნება, როგორც არასდროს გვქონია“, - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკვე ამომრჩეველთა კოლეგიის 290 ხმა დააგროვა, ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს. ცნობისთვის, გამარჯვებისთვის საჭირო იყო 270 ხმის მიღება





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics