2016-11-09 15:00:59, 2082 ნახვა
მსოფლიო
მოგერინი: აშშ-ევროკავშირს შორის კავშირები უფრო ღრმაა, ვიდრე ნებისმიერი ცვლილება პოლიტიკაში
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის კავშირები უფრო ღრმაა, ვიდრე ნებისმიერი ცვლილება პოლიტიკაში, - ამის შესახებ მოგერინი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას ევროპის სიძლიერის ხელახლა აღმოსაჩენად", - წერს მოგერინი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკვე ამომრჩეველთა კოლეგიის 290 ხმა დააგროვა, ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს. ცნობისთვის, გამარჯვებისთვის საჭირო იყო 270 ხმის მიღება.

ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან