2016-11-08 23:36:36, 2290 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა
აშშ-ის "რესპუბლიკელი" პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ტრამპის თანამებრძოლთა მტკიცებით, ნევადას შტატის ერთ-ერთ ოლქში საარჩევნო უბანი ორი საათით ადრე დაიხურა.
როგორც სააგენტო Reuters-ს იუწყება, სარჩელში ნათქვამია, რომ კლარკის ოლქის საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს, ხმის მიცემის პროცედურის გაყალბების მიზნით, „დემოკრატიული პარტიის აქტივისტებთან ჰქონდათ კოორდინაცია“. თუმცა, ოლქის წარმომადგენელმა საარჩევნო უბნის წინასწარ დახურვის ფაქტი უარყო.
ცნობისთვის, აშშ-ში გამართულ ბოლო ორ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნევადას შტატის მოსახლეობამ დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, მოქმედ პრეზიდენტ ბარაქ ობამას მისცა ხმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან