2016-11-07 12:08:10, 2126 ნახვა
მსოფლიო
ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე თანამდებობიდან გადადგა
ოდესის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი გია ლორთქიფანიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ლორთქიფანიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
გია ლორთქიფანიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო. ის ამ პოზიციაზე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მუშაობდა. გია ლორთქიფანიძეს 2011 წლის 26 მაისის საქმეზე წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით, მის მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს დაევალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან