13:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 17:24:48, 2101 ნახვა

მსოფლიო
ჩავუშოღლუ: თუ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს არ დააწესებს, ანკარა მიგრაციულ შეთანხმებას გააუქმებს

თუ ევროკავშირი უახლოეს დღეებში თურქეთისთის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ოფიციალური ანკარა მიმდინარე წლის ბოლომდე მიგრაციულ შეთანხმებას გააუქმებს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩაუშოღლუმ გაზეთ Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პასუხს უახლოეს დრეებში ელოდებიან.

“ჩვენი მოთმინება იწურება. ჩვენ პასუხს უახლოეს დღეებში ველოდებით. თუ ის არ იქნება, ჩვენ შეთანხმებას გავაუქმებთ”, - განაცახდა ჩავუშოღლუმ.

ცნობისთვის, მარტში გაფორმებული მიგრაციული შეთანხმება საბერძნეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტების თურქეთში დაბრუნებას ითვალისწინებს. თავის მხრივ, ევროკავშირმა თითო დაბრუნებული არალეგალური მიგრანტის სანაცვლოდ, თურქეთიდან ერთი სირიელი ლტოლვილი ლეგალურად უნდა მიიღოს. ბრიუსელი ანკარას ასევე 6 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას დაპირდა. ​

ამასთან, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობა დადო, თუ ანკარა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას შეასრულებს. თუმცა თურქეთს რამდენიმე მოთხოვნა შესასრულებელი დარჩა, კერძოდ ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა, რაზეც ანკარა კატეგორიულ უარს აცხადებს. ამის გამო მაისში ევროპარლამენტმა თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე კონსულტაციების დაწყებაზე უარი განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics