00:33 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 15:30:13, 1072 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
რომან გოცირიძე: ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შემოსავლების სტატისტიკას აყალბებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის რომან გოცირიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შემოსავლების სტატისტიკას აყალბებს.

„ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შემოსავლების სტატისტიკას აყალბებს. ოქტომბრის შემოსავლები ხაზინის მონაცემებით  911,1 მილიონი ლარია, მაშინ, როცა ყოველდღიური შემოსავლების ჯამი ხაზინისვე ინფორმაციით 845 მილიონ ლარს შეადგენს. 66 მილიონი ლარი არის დამატებული.

მთავრობა ამით ცდილობს ოქტომბრის შემოსავლების გეგმის მნიშვნელოვანი ოდენობით ჩავარდნის დამალვას.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ოქტომბრის გაყალბებულ მაჩვენებლში შედის ფინანსთა სამინსიტროს მიერ ბიუჯეტის შესახებ კანონის დარღვევით დამატებით აღებული საშინაო ვალი 91 მილიონი ლარის ოდენობით, ვნახავთ რომ ვითარება სავალალოა.

მთავრობას უწევს ამ ჩავარდნის გადაფარვა ნაშთებიდან მომატებული ხარჯით, რაც ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის ერთერთი მიზეზია“,-ამბობს რომან გოცირიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics