2016-11-02 12:09:56, 2034 ნახვა
მსოფლიო
ერაყის პრემიერი: ანკარას მტრად განვიხილავთ და მასთან მიმართებაში შესაბამისად ვიმოქმედებთ
ანკარას მტრად განვიხილავთ და მასთან მიმართებაში შესაბამისად ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადიმ განაცხადა.
Indianexpress-ის ცნობით, თურქეთმა ერაყის საზღვრების სიახლოვეს სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია დაიწყო.
„ჩვენ არ გვსურს ომი და არ გვსურს კონფრონტაცია. თუმცა, შეტაკებების შემთხვევაში, მომზადებულები ვართ. ანკარას მტრად განვიხილავთ და მასთან მიმართებაში შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ არ გამორიცხა, რომ თურქეთისთვის საფრთხის შემთხვევაში, ანკარა ტერორისტების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას ერაყის ტერიტორიაზე ჩაატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან