10:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 12:08:01, 1860 ნახვა

მსოფლიო
ალეპოში ტერორისტების თავდასხმების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა

სირიის ქალაქ ალეპოში ტერორისტების თავდასხმების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, ტერორისტებმა ძირითადად, ქალაქის მისადგომები დაბომბეს. ვარაუდობენ, რომ თავდასხმა "ალ-ნუსრას ფრონტის" მებრძოლებმა განახორციელეს.

მედიის ცნობით, ადგილობრივი სავადმყოფოები გავსებულია დაშავებულებით, თუმცა ექიმების განცხადებით, მათ საკმარისი მედიკამენტები აქვს, რომ ყველა პაციენტს უმკურნალონ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქალაქ ალეპოში 8 რაიონი დაიბომბა. 

აღსანიშნავია, რომ 28 ოქტომბერს, ალეპოში დაჯგუფების მებრძოლების თავდასხმებს, სამი დღის განმავლობაში 43 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიის პროვინცია იდლიბში რუსეთის ავიაიერიშების შესახებ ბრალდებებს დეზინფორმაცია უწოდა.

Unicef-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ოქტომბრიდან სირიაში ავიადარტყმები 5 სკოლაზე განხორციელდა, აქედან 2 სკოლას ცეცხლი 27 ოქტომბერს გაუხსნეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ ალეპოს ტერიტორიაზე სკოლის დაბომბის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა და 10 დაშავდა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის ჩრდილოეთ პროვინცია იდლიბში სკოლებზე საჰაერო იერიშის განხორციელების ფაქტს უარყოფს, რომლის დროსაც გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი დაიღუპა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics