16:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 11:29:10, 346 ნახვა

პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: პედაგოგების ხელფასებს საფრთხე არ ემუქრება

"პედაგოგების ხელფასებს საფრთხე არ ელოდება", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში "ქამრების შემოჭერის" თემის კომენტირებისას  განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა,  თანხების დაზოგვა მიმართული იქნება არა პროგრამულ, არამედ ადმინისტრაციულ ხარჯებზე. 

"სამინისტროში დაგეგმილი იყო რამდენიმე ადმინსტრაციული შენობის შეკეთება, ეს იყო დაკავშირებული თვითონ სამინისტროს შენობასთან, რომელიც იყო ავარიული, თუმცა კონსულტაციებს გავდივართ და შესაძლებელი იქნება ამ ხარჯების სამომავლოდ გადაწევა,  რეალურად თანხებს აქ დავზოგავთ. არის საუბარი საწვავის და  სატელეფონო ლიმიტების ოპტიმიზაციასთან", -აღნიშნა სანიკიძემ. 

მისივე თქმით, ხელფასები როგორც პედაგოგებს, ისე სამინისტროს თანამშრომლებს არ შეუმცირდებათ.  

" ეს ხელფასებს არ ეხება. ის ისედაც მინიმუმამდეა დაყვანილი. ძალიან კარგად იცით განათლების სამინისტროში ხელფასების და მითუმეტეს წახალისების ფორმატი დაბალია.  პედაგოგების ხელფას საფრთხე არ ელოდება. კიდევ ერთხელ, ეს არ არის პროგრამულ ხარჯებზე, ეს არის მხოლოდ ადმიისტრაციულ ხარჯებზე მიმართული", - განაცხადა თამარ სანიკიძემ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics