2016-10-24 12:25:09, 2137 ნახვა
მსოფლიო
მალტას აეროპორტის ტერიტორიაზე ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
მალტაზე მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 5 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი იუწყება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, თვითმფრინავს ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის "ფრონტექსის" თანამშრომლები გადაჰყავდა.
ლაინერმა მალტას აერპორტიდან აფრენიდან მალევე განიცადა კატასტროფა.
ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე მოხდა. თვითმფრინავი ლიბიის ქალაქ მისრატაში მიფრინავდა.
ამჟამად ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. Metroliners-ის თვითმფრინავი 10 ადამიანისთვის არის გათვალისიწნებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან