2016-10-24 11:55:26, 1948 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიაში ავტოავარიის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა
კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში ტურისტული ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება წერს, ინციდენტის შედეგად 30-მდე დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. მათგან ხუთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
მედიის ცნობით, ავარია საკურორტო ქალაქ პალმ-სპრინგსის მახლობლად მოხდა.
მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ავტობუსი სატვირთო მანქანას უკანა მხრიდან დაეჯახა. ამასთან, ავარიის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ცნობისთვის, ავტობუსი ლოს-ანჯელესისკენ მიემართებოდა. ის კომპანია US Holiday-ს ეკუთვნოდა, რომელსაც ტურისტები კალიფორნიისა და ნევადის კაზინოებში დაჰყავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან