14:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 13:44:11, 341 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერის ხელმძღვანელობით, ევროინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ევროინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ორმოცდამეთორმეტე სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  სხდომაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით 2014 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში  მოისმინეს.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის   სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის იმპლემენტაციის  მდგომარეობას და განსახორციელებელ ღონისძიებებს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ პრემიერ–მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ეროვნული სამოქმედო გეგმის 2015 წლის პირველი ორი თვის განხორციელების თაობაზე. სხდომაზე ასევე  განიხილეს ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის საკითხები.
ევროინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა რიგის სამიტისთვის მზადების პროცესზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics