2016-10-20 13:30:20, 2132 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ქურთი მებრძოლების პოზიციები დაბომბა - 200-მდე ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთის ავიაციამ ჩრდილოეთ სირიაში ქურთი მებრძოლების პოზიციები დაბომბა, რის შედეგადაც 200-მდე ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ Associated Press -ი თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება წერს, საჰაერო დარტყმები 18 პოზიციაზე განხორციელდა. თურქული მხარის განცხადებით, ავიაიერიშის შედეგად მოკლულია 160-დან 200-მდე ქურთი მებრძოლი.
სირიელ ქურთებს, რომლებიც ბაშარ ასადის რეჟიმისა და "ისლამური სახელმწიფოს" წინაააღმდეგ იბრძვიან, აშშ უჭერს მხარს. ამასთან, ანკარა მათ "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მხარდამჭერებად და ტერორისტებად მიიჩნევს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან