2016-10-18 12:49:11, 2285 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის ორისას შტატში კერძო საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
წინასწარი მონაცემებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი შენობის პირველ სართულზე, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოკლე ჩართვა გახდა.
როგორც მედია საშუალება წერს, ხანძრის გაჩენისას საავადმყოფოში 500-მდე პაციენტი იმყოფებოდა. მათმა ნაწილმა შენობა ფანჯრებიდან დატოვა.
BBC-ის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობაში 120-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო ინდეთში სხვადასხვა დაწესებულებებში მსგავსი ინციდენტები ხშირად ხდება. ცნობისთვის, 2011 წელს კოლკატას საავადმყოფოში ხანძარს 89 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან