12:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 15:58:38, 453 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 31 მარტს წარსდგება

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში ორი კვირის შემდეგ, 31 მარტს შედგება.

ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

სხვა დეტალები კი, უსუფაშვილის თქმით, მოგვიანებით დაზუსტდება.

„მინდა გამცნოთ, რომ დღეს დილით შედგა საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან და ამ საუბრის შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში შედგება ორი კვირის შემდეგ, 31 მარტს. თარიღი ბატონმა პრეზიდენტმა შემოგვთავაზა და მე მივეცი წინასწარი თანხმობა. მოგეხსენებათ, ეს საკითხი სწორედ ორ სახელმწიფო ინსტიტუტს შორის შეთახმებით წყდება და მინდა მოგახსენოთ ამის თაობაზე. სხვა დეტალები, როგორც ყოველთვის, დაზუსტდება უკვე მოგვიანებით, როდესაც მივუახლოვდებით ამ თარიღს. შესაბამისად, ამ კვირის განმავლობაში, ეს საკითხი აღარ გვექნება დღის წესრიგში“, - აღნიშნა  დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics