2016-10-06 22:07:08, 2396 ნახვა
მსოფლიო
ძლიერი ქარიშხალი ჰაიტიზე - სტიქიას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ჰაიტიზე, ქარიშხალ "მეთიუმ" 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჰაიტის შინაგან საქმეთა მინისტის განცხადებით, “მეთიუმ” ჰაიტიზე 108 ადამიანი იმსვერპლა.
CNN-ინფორმაციით, კარიბის ქვეყნებში ქარიშხლის შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მსხვერპლი ყველაზე დიდი ჰაიტიზე იყო.
სააგენტო „როიტერი“ კი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით 136 დაღუპულზე წერს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ როშ-ა-ბატოში 50 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება ზოგიერთ რეგიონთან კავშირს ვერ ამყარებს.
ცნობისთვის, “მეთიუ” მეოთხზე კატეგორიის ქარიშხლებს ეკუთვნის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან