16:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 14:11:25, 2130 ნახვა

მსოფლიო
ბერლინში პოლიციამ მიგრანტი მოკლა

ბერლინში პოლიციამ ლტოლვილთა თავშესაფართან მიგრანტი მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

მედია საშუალების ინფორმაციით, მიგრაციულ ცენტრის ერთ-ერთი მცხოვრები მეზობელს დანით თავს დაესხა.

როგორც BBC წერს, კონფლიქტი მიგრანტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 წლის ლტოლვილმა მეზობლის 8 წლის გოგონა გააუპატიურა. მომხდარის შესახებ პოლიციამ შეიტყო და მოძალადის დასაკავებლად ადგილზე მივიდა. როდესაც ხელბორკილებიან ეჭვმიტანილს პოლიციის მანქანაში სვამდნენ, მას დაზარალებული გოგონას მამა დანით დაესხა თავს.

თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე სამართალდამცველმა მას ცეცხლი გაუხსნა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლის მამამ რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიიღო, ის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 

მედიის ცნობით, ბავშვის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი კი დაკავებულია, მას უახლოეს დღეებში ბრალს წაუყენებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics